Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ დმიტრი გორდონს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა

დმიტრი გორდონი
დმიტრი გორდონი

22 ივლისს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გამოსცა განკარგულება უკრაინელი ჟურნალისტისა და ბლოგერის დიმიტრი გორდონის დაუსწრებლად დაპატიმრების შესახებ.

მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ ძებნილად გამოაცხადა უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი, რომლის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების, „ტასს“-ის და „რია-ნოვოსტი“-ს ცნობით, გორდონის, როგორც ძებნილის მონაცემები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ბაზაში შეიტანეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გორდონის წინააღმდეგ საქმე 2022 წლის მარტში აღძრა ომის გაჩაღებისკენ მოწოდებების, ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივების და რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებებით. თავად ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია, რადგან ნიშნავს, რომ საკუთარ მოვალეობას პატიოსნად ასრულებს.

2021 წლის ოქტომბერში, დმიტრი გორდონი, რომელსაც პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა სურდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინაში გააბრუნეს.

XS
SM
MD
LG