ორშაბათიდან, 25 ივლისიდან თბილისიდან ბათუმისკენ და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებლებზე მგზავრობის ფასი ძვირდება. ფასი იზრდება ყველა კლასის მგზავრებისთვის, ყველაზე მეტად კი, ყველაზე იაფ ბილეთებზე.
- მეორე კლასზე - 25 ლარის ნაცვლად ბილეთი 34 ლარი ეღირება (ძვირდება 36 პროცენტით);
- პირველ კლასზე - 60 ლარის ნაცვლად ბილეთი 74 ლარი ეღირება (ძვირდება 23 პროცენტით);
- ბიზნესკლასი - 100 ლარის ნაცვლად ეღირება 124 ლარი (ძვირდება 24 პროცენტით).
"ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი", - აცხადებენ რკინიგზაში.
კომპანია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ყველა შეღავათი სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის კვლავ იმოქმედებს.