ჩეჩნეთი მეთაურმა რამზან კადიროვმა უზბეკეთის პრეზიდენტ, შავკატ მირზიოევს დაბადების საიუბილეო, 65-ე დღესთან დაკავშირებით ორი დოღის ცხენი აჩუქა. საჩუქრის ფასი უცნობია, მაგრამ მანამდე გამომძიებელმა ბლოგერებმა დაადგინეს, რომ რამზან კადიროვი ფლობს 128 ელიტურ დოღის ცხენს, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერ არადეკლარირებული ასობით მილიონი რუბლის მოგება მოუტანეს.
უზბეკეთის პრეზიდენტისთვის საჩუქრად გადაცემული დოღის ცხენების ჯიში ასევე უცნობია. "კავკაზ.რეალიის" თანახმად, გასულ წელს კადიროვმა თავის ქალიშვილს, რომელსაც ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პოსტი უკავია, 2 მილიონი რუბლის ღირებულების ცხენი აჩუქა. 22 წლის აიშატ კადიროვამ მამისგან საჩუქრად მიიღო რუსეთში იშვიათი - ტინკერის ჯიშის, დოღის ცხენი.
ანტიკორუფციული კვლევისა და ინიციატივების ცენტრის ("საერთაშორისო გამჭვირვალობა–რუსეთის") მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე რამზან კადიროვის ცხენებმა ჩეხეთში გამართულ დოღში 110,5 მილიონ რუბლზე მეტი გამოიმუშავეს, ხოლო გერმანიაში – მილიონზე მეტი რუბლი (2014 წლის ცენტრალური ბანკის გაცვლითი კურსით), მაგრამ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, მან ეს თანხები ვერ მიიღო.