Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძემ დავით არახამიას „არაკაცი" უწოდა


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ფრაქციის „ხალხის მსახურის" თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ეს კაცი [არახამია] ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი ვის მიმართაც მე მგონი, ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს თვითონ უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი“, - თქვა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით არახამიას არაკაცი უწოდა.

„არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. არახამია არის არაკაცი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის რეაქცია არახამიას განცხადების იმ ნაწილს მოჰყვა, რომელიც ირაკლი კობახიძეს და მის მამას ეხებოდა.

„ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა", - განაცხადა არახამიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG