Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? როცა მაგინებენ, ვუყურო რა ლამაზად მაგინებთ?


თბილისის მერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა მისი თანაპარტიელის, ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენების გარშემო.

„თუ ფიქრობთ იმას, რომ მედიამ შეურაცხყოფა გვაყენოს და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია. რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? როდესაც მაგინებენ, მე ვუყურო რა ლამაზად მაგინებთ?“ - თქვა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, მედიამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და ნებისმიერ პოლიტიკოსს პატივისცემით მოეკიდოს.

„ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ურთიერთპატივისცემა პირველ რიგში. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც იქნება ათასჯერ მეტი პატივისცემა და სიყვარული“, - თქვა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფა მიაყენა.

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

კობახიძე გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, მედიის ადვოკატირების ჯგუფებმა.

პასუხად, კობახიძე პავლიკა მოროზოვს უწოდებს ყველას, ვინც ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG