Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი: თუ საჭიროა, აშშ-ის საელჩომ უნდა გააკეთოს განმარტებება მოსამართლის მიმართ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკვირს „ბუნდოვანება“ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში აშშ-ის საელჩოს ჩარევის ბრალდებასთან დაკავშირებით.

„მე მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუ საჭიროა განმარტებების გაკეთება მოსამართლის მიმართ პირადად თუ საჯაროდ, გამონახოს ფორმა და ეს განმარტებები გააკეთოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა 26 ივლისს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი „ანგარიშის მოთხოვნაში“ დაადანაშაულა და თქვა, რომ იქვე აცნობეს აშშ-ში ვიზიტორების სიისდან ამოიღების შესახებ.

პაპუაშვილის აზრით, გამჭვირვალე განმარტების ნაცვლად, ამ საკითხზე კვლავ ბუნდოვანებაა შენარჩუნებული. თუმცა ელჩი კელი დეგნანმა არაერთხელ გააკეთა კომენტარი მედიასთან.

პაპუაშვილი აღიარებს აშშ-ის წვლილს ქართული სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში და ამბობს, რომ სურს ჩრდილი არ მიადგეს ამ დახმარებას.

მას, ასევე, აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება ამ საკითხით:

„საქმე ეხება საქართველოს მოსამართლეს და მნიშვნელოვანია, აქ რაიმე ბუნდოვანება და კითხვის ნიშანი არ დარჩეს“, - ამბობს ის.

15 ივლისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ამერიკის ელჩისგან ელოდებიას პასუხს, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლა არავის უკადრია.

XS
SM
MD
LG