Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის „ელჩი“ ბიჭვინთაზე შეთახმებას „რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის სულისკვეთების“ შესაფერისს უწოდებს


მიხაილ შურგალინი, რუსეთის ახალი "ელჩი" ოკუპირებულ აფხაზეთში.
მიხაილ შურგალინი, რუსეთის ახალი "ელჩი" ოკუპირებულ აფხაზეთში.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ მიხაილ შურგალინმა, ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ საკითხმა „რესპუბიკაში საკმაოდ ფართო დისკუსია გამოიწვია“ და სურს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიასა და „პრემიერ-მინისტრის“ ალექსანდრ ანქვაბის განცხადებებს მხარდაჭერა გამოუცხადოს. ისინი დოკუმენტის სასწრაფოდ რატიფიცირებას ემხრობიან.

შეთანხმება სრულად შეესაბამება ორმხრივი რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც ეფუძნება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს და ეყრდნობა რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეების უპირობო მხარდაჭერას“, - ციტირებს „ელჩს“ "აფსნიპრესი".

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება არ წყდება. სესიის დღეს ოპოზიცია პარლამენტთან ხალხის შეკრებას ელოდება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესს და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებს.

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ სამოქალაქო სეტორმა და პარლამენტის ცალკეულმა დეპუტატებმაც მოუწოდეს.

ამ დრომდე საქართველოს მთვარობა ამ საკითხს არ გამოხმაურებია.

XS
SM
MD
LG