Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ ჩენ ინი "სრულ მზადყოფნაშია" აშშ-თან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვის

ფოტო არქივიდან: ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი
ფოტო არქივიდან: ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეა „გააფრთხილა“, რომ მის არმიას გაანადგურებენ, თუ „სამხედრო ბანდიტები“ ჩრდილოეთზე თავდასხმას შეეცდებიან. კიმ ჩენ ინის თქმით, "სრულ მზადყოფნაში" არიან აშშ-თან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვისაც. აშშ სამხრეთ კორეის მოკავშირეა.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით წერს, რომ კიმ ჩენ ინი ამ განცხადებებით 27 ივლისს გამოვიდა საზავო შეთანხმების გაფორმებიდან 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ამ დოკუმენტის საფუძველზე შეწყდა კორეის ნახევარკუნძულზე 1950-1953 წლებში მიმდინარე ომი. ფხენიანის რეჟიმი 27 ივლისს „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG