Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი ახალი - ცენტრისტული პოლიტიკური პარტია დაფუძნდება

დემოკრატიულოი პარტიის კანდიდატების დებატები მაიამიში, კოლორადოს შტატში. მარჯვნივ, დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატი, მეწარმე, ენდრიუ იანგი. 27 ივნისი,  2019 წელი
დემოკრატიულოი პარტიის კანდიდატების დებატები მაიამიში, კოლორადოს შტატში. მარჯვნივ, დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატი, მეწარმე, ენდრიუ იანგი. 27 ივნისი, 2019 წელი

აშშ-ში რესპუბლიკული და დემოკრატიული პარტიების რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა გამოაცხადეს 27 ივლისს შეერთებულ შტატებში ახალი ცენტრისტული პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების შესახებ, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი.

ახალ პარტიას, სახელად „წინ“ (Forward), უხელმძღვანელებენ ნიუ ჯერსის ყოფილი რესპუბლიკელი გუბერნატორი ქრისტინ ტოდ უიტმენი და ყოფილი დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატი მეწარმე, ენდრიუ იანგი.

მათი თქმით, ახალი პარტიის შექმნა არის მცდელობა, შესთავაზონ ალტერნატივა იმ ამერიკელებს, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების შესაძლებლობით, უპასუხონ საზოგადოების მოთხოვნებს. პარტიას ჯერ არ აქვს პროგრამა, მაგრამ მისი ორგანიზატორების თანახმად, ის დარჩება ცენტრისტულ პოზიციებზე, მისი მთავარი მიზანია, შექმნას "სამართლიანი, აყვავებული ეკონომიკა" და "ამერიკელებისთვის მეტი არჩევანის საშუალების მიცემა კენჭისყრის დროს, მეტი რწმენა სახელმწიფოს მიმართ და უფრო ძლიერი ხმა ქვეყნის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას.

ახალი პარტიის საფუძველი იქნება რამდენიმე სოციალური მოძრაობა, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყოფილი რესპუბლიკელებისა და დემოკრატების, მათ შორის რესპუბლიკური და დემოკრატიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მიერ. მათ მიაჩნიათ, რომ ახალ პარტიას მომავალი აქვს, რადგან ამერიკელთა ორ მესამედზე მეტი - რეკორდული რაოდენობა - თვლის, რომ შეერთებულ შტატებს მესამე პარტია სჭირდება.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტია მოელის, რომ დარეგისტრირდება ორმოცდაათივე შტატში და წარადგენს როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, ასევე ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში კანდიდატებს.

აქამდე შეერთებულ შტატებში მესამე დიდი პარტიის შექმნის მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. ყველაზე წარმატებული იყო ყოფილი პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის მცდელობა, რომელმაც შექმნა „პროგრესული რეფორმები“ 1912 წელს და მოიპოვა ხალხის ხმების დაახლოებით 27,5 პროცენტი და 88 საარჩევნო ხმა, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა. ჩვეულებრივ, მცირე პარტიების კანდიდატები ამერიკელი ამომრჩევლების ხმების ძალიან მცირე ნაწილს იგებენ.

Reuters-ის ცნობით, ზოგიერთმა დემოკრატი პოლიტიკოსმა უკვე გააკრიტიკა ახალი პარტიის შექმნის იდეა, რადგან თვლიან, რომ ეს რესპუბლიკელებს არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება იმ მხრივ, რომ ახალი პარტია დემოკრატებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე რესპუბლიკელებისთვის და ამით დემოკრატიულ პარტია დაკარგავს ამომრჩევლების ნაწილს.

​
XS
SM
MD
LG