Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნებიდან“ გასული დეპუტატები სამოქალაქო მოძრაობას შექმნიან


სოზარ სუბარი, დამოუკიდებელი დეპუტატი
სოზარ სუბარი, დამოუკიდებელი დეპუტატი

დამოკიდებელი დეპუტატის სოზარ სუბარის განცხადებით, რომელმაც პარტია „ქართული ოცნება“ საზოგადოებისთვის სიმართლის თქმის მოტივით დატოვა, შეიქმნება ახალი სამოქალაქო მოძრაობა, რომლის მიზანიც იქნება პასუხგაუცემელ კითხვებზე პასუხების მოძიება, საქართველოსთვის ომში ჩართვის საფრთხის თავიდან აცილება, რათა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს არ შეექნმას საფრთხე.

ამის თობაზე სოზარ სუბარმა პარლამენტში ისაუბრა იმ დეპუტატებთან ერთად რომლებმაც "ქართული ოცნება" დატოვეს, ესენი არიან მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე, დღეს, 28 ივლისს მათ კიდევ ერთი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.

სუბარის განცხადებით ახალი მოძრაობის შექმნის წინაპირობა საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძნსმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებული წერილი და საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის დღევანელი პასუხები გახდა.

"სწორედ გუშინდელი წერილიდან გამომდინარე, დღევანდელი ელჩის წერილიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ამ ჩვენი ურთიერთობებისთვის, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვქონდა ჩვენს წარმომადგენლებთან რეგიონებში, ერთმანეთთან, გარკვეულწილად ფორმალური ხასიათი მიგვეცა და საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანი იქნება, სწორედ, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი რაზეც აქამდე, ხშირად პასუხები არ იყო ხოლმე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი. ცხადია, თუკი მოხდება ომი, ცხადია ვერანაირ ევროპაზე ვერანაირ ნატოზე, ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ. საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება, როდის შევძლებთ აღდგენას, ეს იქნება ერთ-ერთი ჩვენი ამოცანა და საფიქრალი და ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას",- განაცხადა სოზარ სუბარმა.

საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეის შესახებ პირველად 27 ივლისს განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილმა.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად მათ "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა. მსგავსი იყო ელჩის განცხადება 30 ივნისსაც.

XS
SM
MD
LG