Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, სამაშველო ღონისძებების დასრულებამდე, გუდაურში მოძრაობა აიკრძალა


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის დახმარებით მიმდინარეობდა ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება.

განცხადების თანახმად, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

„მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის", - იუწყება შსს.

ვიდეო ასახავს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG