Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვსა და ბლინკენს შორის "ღია" სატელეფონო საუბარი შედგა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შორის უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ.

ბლინკენმა ვაშინგტონში განაცხადა საუბრის შემდეგ, რომ გაიმართა ღია და პირდაპირი საუბარი. ბლინკენის თქმით, მან ლავროვს უთხრა, რომ მსოფლიო არასოდეს შეურიგდება უკრაინის რეგიონების ანექსიას. ამასთან, ბლინკენმა რუსეთს მოუწოდა, დაიცვას უკრაინიდან მარცვლეულის გატანის თაობაზე შეთანხმების პირობები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთმა მიუთითა, რომ კრემლი მსოფლიოში სასურსათო კრიზისს პირველ რიგში რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს უკავშირებს.

ამასთან, ლავროვმა დაიჩივლა, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული მძიმე შეიარაღებით ომის რეგიონებში ბავშვები იხოცებიან. საუბრისას, როგორც ბლინკენმა განაცხადა, შეეხნენ აშშ-ის მოქალაქეებს, რომელიც რუსეთში იმყოფებიან საპატიმროში. ბლინკენის თქმით, მან მოსთხოვა რუსულ მხარეს, გაათავისუფლოს კალათბურთელი, ბრიტნი გრაიენი და და ჯაშუშობაში ბრალდებული, პოლ უელანი.

აპრილში აშშ-მა და რუსეთმა მოულოდნელად გაცვალეს პატიმრები თურქეთის დედაქალაქ ანკარის აეროპორტში. რუსი კონსტანტინ იაროშენკო გაცვალეს ამერიკელ ტრევონ რიდში. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე ეს აქტი მოულოდნელი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG