Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი "ფარად" იყენებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს - ენტონი ბლინკენი


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

რუსეთი უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცოცხალ ფარად იყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამხორციელებული ფართომასშტაბიანი ინტრევენციის შედეგად მარტის დასაწყისში ხელთ იგდო უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ყველაზე დიდი ასეთი ქარხანა მთელ ევროპაში. და ასევე ქალაქი ენერგოდარი, რომელშიც აღნიშნული ატომური ელექტროსასგური მდებარეობს.

"ახლა რუსეთი ობიექტს სამხედრო ბაზად იყენებს უკრაინელების წინააღმდეგ, რადგან იცის, რომ მათ არ შეუძლიათ და ვერ გახსნიან საპასუხო ცეცხლს, რადგან მათ შეიძლება შემთხვევით მოახვედრონ ბირთვული რეაქტორს ან დააზიანონ უაღრესად საშიში რადიოაქტიური ნარჩენების საცავი. ამ ყველაფერს ახალ და საშიშ დონეზე აჰყავს ჩვენი წარმოადგენ აცოცხალ ფარზე", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 1 აგვისტოს განცხადებაში.

ბოლო ხანს რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ ნიკოპოლს რეაქტიულ დანადგარ "გრადებიდან" სწორედ ქალაქ ენერგოდარიდან უშენენ ინტენსიურ ცეცხლს. როგორც "ენერგოატომის" პრეზიდენტმა, პიოტრ კოსტინმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის ჯარები ნიკოპოლს ქალაქ "ენერგოდარიდან" და ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ბომბავენ.

XS
SM
MD
LG