Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა. ქვეყანას ვადამდელ არჩევნებამდე დროებითი მთავრობა უხელმძღვანელებს


პრეზიდენტი რუმენ რადევი ბულგარეთის დროებითი მთავრობის წევრებთან ერთად
პრეზიდენტი რუმენ რადევი ბულგარეთის დროებითი მთავრობის წევრებთან ერთად

ბულგარეთში 2 აგვისტოს ფიცი დადო დროებითმა მთავრობამ, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 2 ოქტომბერს დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. ვადამდელი არჩევნები ბულგარეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოს პროდასავლური პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტკოვის, კოალიციური მთავრობა დაშლილად გამოცხადდა.

ლიბერალ-სოციალისტური კოალიცია, რომელსაც პეტკოვი ხელმძღვანელობდა, ხელისუფლებაში ექვსი თვის ყოფნის შემდეგ უნდობლობის გამოცხადების შედეგად დაიშალა. ვადამდელი ოქტომბრის არჩევნები 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

პრეზიდენტმა რუმენ რადევმა მოუწოდა დროებით მთავრობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გალაბ დონევი ხელმძღვანელობს, ყურადღება გაამახვილოს მოსახლეობის ენერგიითა და საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის პრიორიტეტებზე, "სწრაფად მზარდ ინფლაციასთან" ბრძოლასა და კორუფციის აღმოფხვრაზე. "თქვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევისგან თავიდან აცილება,"- მიმართა ბულგარეთის დროებით მთავრობას პრეზიდენტმა რუმენ რადევმა, რომელიც რუსეთთან მეგობრულად განწყობილ პოლიტიკოსად ითვლება

ბულგარეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე, მაგრამ რუსეთმა ბულგარეთში გაზის პირდაპირი ექსპორტი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც წინა პრემიერ-მინისტრმა პეტკოვმა რუსულ რუბლში მოხმარებული ბუნებრივი აირის გადახდაზე უარი განაცხადა.

XS
SM
MD
LG