Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება მოიგოს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის არ უნდა მიეცეს უფლება მოიგოს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის, რომელსაც იენს სტოლტენბერგმა უწოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველზე სახიფათო მომენტი.

ნორვეგიაში მყოფმა სტოლტენბერგმა 4 აგვისტოს აღნიშნა, რომ ალიანსსა და მის წევრმა ქვეყნებს შესაძლო დიდი ხნის განმავლობაში მოუხდეთ უკრაინისათვის იარაღითა და სხვა სახის დახმარება, რათა რუსეთის ხელი მოეცაროს 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ არაპროვოცირებულ ომში.

"ჩვენ ინტერესში შედის, რომ მსგავსი აგრესიული პოლიტიკა არ დასრულდეს წარმატებით, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. "ეს არის ყველაზე სახიფათო სიტუაცია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საშინელებაა ის, რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, ომი რუსეთსა და ნატოს შორის რომ ყოფილიყო", - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


სტოლტენბერგმა შემდგომ ხაზი გაუსვა ასევე ნატოს ურყევ გადაწყვეტილებას, რომ დაიცვას ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყანა რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში. "თუ პრეზიდენტი (ვლადიმერ) პუტინი თუნდაც ფიქრობს, რომ ნატოს წევრი ქვეყნის მიმართ გაიმეორებს იგივეს, რაც მან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა, მაშინ ნატო დაუყოვნებლად ჩაერევა", - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ომმა გამოიწვია ის, რომ ფინეთმა და შვედეთმა, რომლებიც ადრე არ შეუერთდნენ ნატოს, ალიანსს მიმართეს გაწევრიანების თხოვნით, რაც დღესდღეობით უკვე მხარდაჭერილი და რატიფიცირებულია ჩრდილოატლანტიკური კავშირის 30-დან 23 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ.

"ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ უკრაინაზე, 40 მილიონიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოზე თავდასხმა, არამედ ყველა იმ ფასეულობასა და მსოფლიო წესრიგზე თავდასხმა, რომელიც ჩვენ გვსურს", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში შესვლა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ მიღებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ შვედეთი და ფინეთი მფარველობენ „ტერორისტებს“, რომლებსაც ანკარა ებრძვის. 28 ივნისს, მადრიდში, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის ფარგლებში, სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, უნდა შეიქმნას ერთობლივი მექანიზმი ტერორიზმთან საბრძოლველად თანამშრომლობის განმტკიცებისთვის, შვედეთი და ფინეთი კი გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს შიდა კანონმდებლობის გასამკაცრებლად. მემორანდუმის ხელმოწერიდან მეორე დღეს, 29 ივნისს, ნატოს ლიდერებმა შვედეთი და ფინეთი ორგანიზაციაში ოფიციალურად მიიწვიეს.

ნატოს სიის თანახმად, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებისთვის ოფიციალური თანხმობა ჯერჯერობით არ მიუციათ ალიანსის შვიდი წევრი სახელმწიფოს: ჩეხეთის რესპუბლიკის, საბერძნეთის, უნგრეთის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, ესპანეთისა და თურქეთის პარლამენტებს.

XS
SM
MD
LG