Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინის ყოფილი მეუღლე და მისი მეორე ქმარი ესპანეთში ორ ძვირადღირებულ ბინას ფლობენ


ლიუდმილა პუტინა
ლიუდმილა პუტინა

ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა ვლადიმირ პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილას შესახებ იუთუბზე 44 წუთიანი საგამოძიებო ფილმი გამოუშვეს, რომლის თანახმად რუსეთის ყოფილი პირველი ლედი ესპანეთში ორ ძვირადღირებულ ბინას ფლობს. რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ცოლის უძრავი ქონების საერთო ღირებულება ორ მილიონ ევროზე მეტია. ამასთან გამომძიებლებმა LiveJournal-ში ამოაჩინეს ბლოგი, რომელსაც, სავარაუდოდ, ლუდმილა პუტინი 2008 წლამდე უძღვებოდა.

ნავალნის თანამოაზრეები ირწმუნებიან, რომ მათ მალაგაში აღმოაჩინეს ორი ბინა, რომელიც ლუდმილა პუტინას და მის ამჟამინდელ მეუღლეს არტურ ოჩერეტნის ეკუთვნის. ოჩერეტნიმ, რომელმაც ლიუდმილა პუტინაზე 2015 წელს იქორწინა, პირველი ბინა 10 წლის წინ 790 ათას ევროდ შეიძინა. მაშინ ის პუტინის ზედამხედველობით დაარსებულ "ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრს" ხელმძღვანელობდა. 2014 წელს ოჩერეტნიმ მალაგაში 1,3 მილიონ ევროზე ძვირადღირებული კიდევ ერთი ბინა შეიძინა.

გარდა ამისა, პუტინი და ოჩერეტნი საფრანგეთში ბიარიცში 5.3 მილიონ ევროს ღირებულების სახლს ფლობენ. სახლი ოჩერეტნიმ იყიდა 2013 წელს, იტყობინებოდა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შესწავლის ცენტრი (OCCRP) 2017 წელს. გარდა ამისა, ამ გაზაფხულზე შვეიცარიელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 2015 წელს ლიუდმილა პუტინას ქმარმა შვეიცარიის დავოსში დაახლოებით 3,5 მილიონი ევროდ კიდევ ერთი ბინა შეიძინა.

გამოძიების თანახმად პუტინასა და ოჩერეტნის შემოსავალს უზრუნველყოფს მოსკოვის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი ფართის გაქირავება, რომლიდან მიღებული თანხაც წელიწადში 250 მილიონ რუბლზე მეტია. პუტინის ყოფილი მეუღლის ეს შემოსავალი პირველად Reuters-მა 2017 წელს გამოაქვეყნა.

ასევე ამტკიცებენ, რომ "ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრი "ასობით მილიონ რუბლს იღებს მსხვილი ბიზნესისა და ხელისუფლებისგან.

2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ იგი შორდებოდა მეუღლეს, ლუდმილას და უკვე 2015 წელს ჟურნალმა Sobesednik-მა გაარკვია, რომ ლუდმილა პუტინა გახდა ლუდმილა ოჩერეტნაია.

XS
SM
MD
LG