Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოახდინოს


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია, ხოლო რუს ომის დამნაშავეებს უმკაცრესი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

"საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მსოფლიო თანამეგობრობის სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია, 2014 წელს რუსეთმა აგრესიული ქმედებები უკრაინის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილში გააგრძელა, 2022 წლის 24 თებერვალს კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმების მკაცრი დაცვით და იმ ქვეყნების ყოვლისმომცველი მხარდაჭერით, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვი აგრესიას ახორციელებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მე -14 წლისთავთან დაკავშირებით.

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG