Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მყიდველმა ლიბანში უარი თქვა ხომალდ "რაზონით" წაღებული უკრაინული მარცვლეულის შეძენაზე


სატვირთო გემი "რაზონი" ტოვებს ოდესის პორტს, 2022 წლის 1 აგვისტო

ლიბანში მყიდველმა უარი თქვა უკრაინულ მარცვლეულზე, რომელიც უკრაინიდან "რაზონის" სატვირთო გემს ოდესის პორტიდან მიაქვს. ამის შესახებ განაცხადა ლიბანში უკრაინის საელჩომ, რომლის ინფორმაციით, მყიდველი ტვირთზე უარს ამბობს მისი მიწოდების ხუთთვიანი შეფერხების მოტივით. მიმწოდებელი სხვა მყიდველს ეძებს.

სატვირთო გემი "რაზონი", რომელმაც ოდესა 1 აგვისტოს დატოვა, პირველი ხომალდი გახდა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი განაახლა. ხომალდი სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მიცურავს და სამშაბათს ტრიპოლის პორტში უნდა ჩავიდეს. ახლა "რაზონი", რომელზეც 26 ათასი ტონა სიმინდია დატვირთული, თურქეთის სანაპიროსთან იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG