Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს პირველ კვირაში კორონავირუსი 13 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა

ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

აგვისტოს პირველ კვირაში, პირველი აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 12 729 პირს. ამავე პერიოდში ამ ვირუსით გარდაიცვალა 8 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში ჩატარებულია 67 482 ტესტი.

დადებითობის მაჩვენებელი:

  • ბოლო 7 დღის: 16,82%;
  • ბოლო 14 დღის: 16,14%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, დღემდე ინფიცირების 1 710 749 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 16 877 ადამიანი.

XS
SM
MD
LG