Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისა და საქართველოს ქალთა ნაკრებებმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს


საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები: ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები: ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ინდოეთში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა. ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, სალომე მელიამ, ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ, უპრესტიჟულეს გუნდურ შეჯიბრებაში, თვრამეტი ქულა მოაგროვეს და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩნენ ასევე თვრამეტქულიან უკრაინას.

ბოლო - მეთერთმეტე ტურის წინ, საქართველო მეხუთე საფეხურს იკავებდა, თექვსმეტი ქულით. მისი მეტოქე - აზერბაიჯანი კი მესამე ადგილზე იყო. კავკასიური შეხვედრა ქართველებმა მოიგეს, ანგარიშით 3:1.

საქართველოსა და უკრაინის ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებებმა ოლიმპიური ოქრო-ვერცხლი თოთხმეტწლიანი პაუზის შემდეგ გაინაწილეს. 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, გერმანიაში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველო გახდა ჩემპიონი, უკრაინელები კი ვერცხლს დაეუფლნენ.

ინდოეთში საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებმაც იასპარეზა და თოთხმეტი ქულით ოცდამესამე ადგილი დაიკავა.

XS
SM
MD
LG