Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსში დაიბარეს კაცი, რომელიც აღიარებდა, რომ რუსეთის აგენტი იყო საქართველოში


ვსევლოდ ოსიპოვი
ვსევლოდ ოსიპოვი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოჰკითხა საქართველოში მყოფი 20 წლის ​ვსევლოდ ოსიპოვი, რომელიც აღიარებდა, რომ ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ("ეფესბეს") აგენტი იყო საქართველოში. ოსიპოვი ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუშიც ჰყვებოდა.

სუსში ამბობენ, რომ საგამოძიებო სამსახურში კაცი, რომელიც აგენტობას აღიარებს, ორჯერ გამოჰკითხეს. უწყებაში გამოძიება ამ ეტაპზე არ დაწყებულა, აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა და პროცედურებს მიჰყვებიან.

"ფაქტიურად ერთი თვეა, საჯაროდ, ღიად საუბრობს ოსიპოვი, როგორ ავალებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები ჯაშუშურ საქმიანობას. აღნიშნული პიროვნება ასევე იძახის, რომ ფლობს ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლოა, არიან ჩართულნი ამ სქემაში. ფაქტიურად, ერთი თვე გავიდა და ფაქტიურად, არცერთ სამართალდამცველ ორგანოს რეაგირება არ მოუხდენია. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა გაიგეს, რომ ჩვენ ამ საკითხით ვინტერესდებით, გუშინ ღამე მოხდა ამ ადამიანის გამოკითხვა", - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ, რომელმაც პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართა. ის იმედს იტოვებს, რომ ოსიპოვს რუსეთს არ გადასცემენ და სახელმწიფო მაქსიმალურად მიიღებს მისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ობიექტური გამოძიების იმედი ამ ხელისუფლების პირობებში არ აქვს.

ინტერვიუ რადიო თავისუფლების ვებგვერდზე 18 ივლისს გამოქვეყნდა, მას შემდეგ გასულია სამ კვირაზე მეტი, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვსევლოდ ოსიპოვი პირველად გუშინ, 10 აგვისტოს გამოჰკითხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG