Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ სიარჰეი ციხანოუსკის კოლონიიდან ციხეში გადაყვანა მიუსაჯა


სიარჰეი ციხანოუსკი
სიარჰეი ციხანოუსკი

ბელარუსის მოგილიოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოლონიიდან ციხეში გადაიყვანენ ცნობილ ბელარუს ბლოგერს, სიარჰეი ციხანოუსკის, რომელსაც 2021 წლის 14 დეკემბერს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს "მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში" მოხდით, - იტყობინება ადამიანის უფლებათა ცენტრი "ვიასნა".

ციხანოუსკი ციხეში სამ წელს გაატარებს, წინა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ჩადენილი "დარღვევებისთვის." კოლონიისგან განსხვავებით, ციხეში პატიმარი მთელი დღის განმავლობაში საკანში იმყოფება. იქ ერთდროულად შეიძლება იყოს სამიდან თორმეტამდე პატიმარი. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, კოლონიის ადმინისტრაციამ, სადაც ამჟამად სიარჰეი ციხანოუსკი იხდის სასჯელს, სხვადასხვა წვრილმანი მიზეზის გამო შეადგინა მასზე ოქმები, რათა მისი დაკავების რეჟიმი შეცვლილიყო.

სიარჰეი ციხანოუსკის მეუღლემ, სვიატლანამ, თავის ტელეგრამის არხში დაწერა, რომ არ იცის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები და არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ციხეში გადაიყვანენ მის მეუღლეს. მან ასევე გამოაქვეყნა სიარჰეი ციხანოუსკის მიერ ადრე დაწერილი ლექსი.

2021 წლის დეკემბერში, სიარჰეი ციხანოუსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში მოხდით. წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრობის გათვალისწინებით, მას ვადა ეწურება 2037 წლის 27 მაისს.

XS
SM
MD
LG