Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში თავს დაესხნენ და დაჭრეს სალმან რუშდი


სალმან რუშდის გამოსვლა საფრანგეთში. 2016 წელი
სალმან რუშდის გამოსვლა საფრანგეთში. 2016 წელი

მწერალი სალმან რუშდი კისერში დაჭრეს ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე, როცა ლექციის წაკითხვის დაწყებას აპირებდა.

თავდამსხმელი სცენაზე აიჭრა და რუშდის გარდა, თავს დაესხა ჟურნალისტს, ნათქვამია ნიუ-იორკის შტატის პოლიციის განცხადებაში 12 აგვისტოს. "რუშდის ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული და ვერტმფრენით გადაიყვანეს რეგიონის საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია", - ნათქვამია განცხადებაში. არსებული ცნობით, პოლიციელმა ეჭვმიტანილი იქვე დააკავა.

თავდასხმა 12 აგვისტოს ნიუ-იორკში, ჩაუტაუკის ინსტიტუტში მოხდა.

სალმან რუშდი დაიბადა ინდოეთში. ის ინგლისურენოვანი მწერალია. ირანში ის მიჩნეულია, როგორც ღვთის დამგმობი, აკრძალულია მისი რომანის, ,ეშმაკეული აიები’, გამოქვეყნება.

1989 წელს ირანის მაშინდელმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ გამოსცა ფატვა მწერლის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით. რუშდის მოკვლისთვის ჯილდო 3 მილიონ დოლარს უდრიდა.

რუშდიმ, რომელიც წლების განმავლობაში იმალებოდა, უარყო მუქარა და თქვა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომ ხალხი დაინტერესებული იყო ჯილდოთი. მოგვიანებით მან გამოაქვეყნა „ფატვას მემუარები“.

შვედურმა ინსტიტუტმა, რომელიც ნობელის პრემიებს გასცემს ლიტერატურაში, 2016 წელს დაგმო ფატვა და თქვა, რომ რუშდის მოკვლისთვის ფულადი ჯილდოს დაწესება საერთაშორისო სამართლის "უხეში" დარღვევაა.

XS
SM
MD
LG