Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის სასწრაფოში მუშაობას იწყებენ მოტომედიკოსები


მოტომედიკოსები ბათუმის ქუჩებში
მოტომედიკოსები ბათუმის ქუჩებში

​დღეიდან, 13 აგვისტოდან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს მოტომედიკოსთა ჯგუფები ემატება. გამოძახების ნაწილზე ექიმთა გარკვეული ნაწილი მოტოციკლით წავა.

პროექტი მიზანია ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე დროული რეაგირება.

"მოტომედიკოსებს ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე ექნებათ რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მოტომედიკოსთა პროექტი საქართველოში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG