Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ბალტიის ზღვა ნატოს შიდა ზღვა გახდება


ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ნატოში გაერთიანების ოქმების ხელმოწერის შემდეგ. ბრიუსელი, 5 ივლისი.
ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ნატოში გაერთიანების ოქმების ხელმოწერის შემდეგ. ბრიუსელი, 5 ივლისი.

ესტონეთი და ფინეთში შეთანხმდნენ, სანაპირო დაცვა გააერთიანონ ნატოში ფინეთის გაწევრიანების შემდეგ. ეს შესაძლებელს გახდის, ბალტიის ზღვაში შესასვლელი გადაუკეტოს რუსეთის სამხედრო გემებს. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განუცხადა ფინეთის მედიას.

„ესტონეთისა და ფინეთის რაკეტების მოქმედების მანძილი აღემატება ყურის სიგანეს,“ აღნიშნა პევკურმა. ის იტყობინება, რომ ფინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის თავდაცვის გაერთიანებასა და ინფორმაციის გაცვლაზე. ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვა შესაძლებელს გახდის ფინეთის ყურის ჩაკეტვას რუსეთის სამხედრო ხომალდებისთვის. „ბალტიის ზღვა გახდება ნატოს შიდა ზღვა, როცა ალიანსს შეუერთდებიან ფინეთი და შვედეთი,“ აღნიშნა პევკურმა.

შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმა და ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტეს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის ფონზე. ალიანსში მათი შესვლა ნატოს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა მოიწონოს.

ბალტიის ზღვაში ნატოს კიდევ ერთმა წევრმა, დანიამ, რომელიც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ მონაწილეობდა ევროკავშირის თავდაცვით პოლიტიკაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა, შეუერთდეს მას.

ბალტიის ზღვაში გასასვლელი აქვს ასევე კალინინგრადის ოლქს, რუსეთის ექსკლავს, რომელიც ნატოს წევრებს - პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG