Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა მოიწონა კანონმდებლობა დათბობისა და წამლების გაიაფების თაობაზე


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ისტორიაში უდიდესი თანხა გამოიყოფა ეკონომიკის გადასასვლელად ენერგიის განახლებად წყაროებზე, ასევე მნიშვნელოვანი სახსრები გამოიყოფა პენსიონერებისა და მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის მედიკამენტების ფასების შესამცირებლად.

კანონმდებლები 2 ტრილიონამდე დოლარს გამოყოფენ. ამ სახსრების უდიდესი ნაწილი - 400 მილიარდი დოლარი - მოხმარდება სუბსიდიებს ელექტრომობილების შესასყიდად, „მწვანე“ ტექნოლოგიების გასავითარებლად, ყოფასა და წარმოებაში ენერგიის მომჭირნე მოწყობილობების დასანერგად.

კანონმდებლობის მიზანია 2030 წლისთვის 2005 წლის დონესთან შედარებით 40%-ით შემცირდეს სათბურის გაზების ემისია.

კიდევ 87 მილიარდი დოლარი გამოიყო ფედერალური საგადასახადო ინსპექციისთვის, რომელიც ათასობით ახალ აგენტს დაიქირავებს. ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ეს სახელმწიფოს დაეხმარება საგადასახადო შემოსავლების გაზრდაში.

ახალი ხარჯების დაფინანსება მოხდება მინიმალური კორპორაციული გადასახადის 15%-მდე გაზრდით.

კანონპროექტს მხოლოდ დემოკრატმა კანონმდებლებმა დაუჭირეს მხარი. ისინი იმედოვნებენ, რომ კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე პოპულარულ ზომას შეიცავს, მათ მიმდინარე წლის ნოემბერში კონგრესის შუალედურ არჩევნებში დაეხმარება. „ეს ისტორიული კანონპროექტია, ეს ზეიმის საბაბია,“ განაცხადა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ.

რესპუბლიკელები, რომლებიც კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ ახალი კანონისთვის ამერიკელებს მოუწევთ უფრო მაღალი გადასახადების გადახდა და უზარმაზარი სახელმწიფო ხარჯები ინფლაციის გაზრდას გამოიწვევს.

როგორც ვარაუდობენ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს სენატის მიერ უკვე მოწონებულ კანონპროექტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG