Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში თვითმფრინავების „კანიბალიზაციის“ დაკანონებას მოითხოვენ


რუსული ავიაკომპანია "Аэрофлот"-ის თვითმფრინავი. მარტი, 2022 წელი
რუსული ავიაკომპანია "Аэрофлот"-ის თვითმფრინავი. მარტი, 2022 წელი

რუსეთის ავიაკომპანიები ტრანსპორტის სამინისტროს მიმართავენ, ერთი თვითმფრინავიდან მეორეზე კომპონენტების გადატანის შესაძლებლობის დაკანონების თხოვნით, სანქციების პირობებში თვითმფრინავების გამართულობის უზრუნველყოფისთვის. ამის შესახებ „იზვესტია“ წერს, საჰაერო ტრანსპორტის მომხმარებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ ტასუნის წერილზე დაყრდნობით.

რუსეთში მოქმედი საავიაციო წესები თვითმფრინავიდან თვითმფრინავზე ნაწილების გადატანას კრძალავს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურში გამოცემა „იზვესტიას“ დაუდასტურეს, რომ მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში ცვლილებებს ამუშავებენ, რათა სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენა შენარჩუნდეს.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში, რუსეთისთვის საავიაციო ნაწილების მიყიდვა აიკრძალა, რის შედეგადაც ასობით ავიაკომპანია ლეგალური სერვისის გარეშე დარჩა. სათადარიგო ნაწილების დეფიციტის გამო, რუსული ავიაკომპანიები იძულებულნი არიან, თავიანთი ავიაპარკის ნაწილი დაშალონ სათადარიგო დანიშნულებით გამოსაყენებლად.

ივლისში რუსეთის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა განაცხადა, რომ ტრანსპორტის სამინისტროს გათვლებით, რუსული ავიაკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეძლებენ უსაფრთხოდ მართონ Airbus-ისა და Boeing -ის ტიპის თვითმფრინავები.

აგვისტოს დასაწყისში სააგენტო "როიტერმა" ოთხ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის, "Аэрофлот"-მა, თვითმფრინავების დემონტაჟი დაიწყეს სანქციების შედეგად შექმნილი მასალების დეფიციტის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG