Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარია ამკაცრებს უკრაინელი ლტოლვილების დახმარების წესებს


საილუსტრაციო ფოტო: ლატვია, რიგა უკრაინიდან ლტოლვილების სარეგისტრაციო პუნქტი. 2022 წლის მარტი
საილუსტრაციო ფოტო: ლატვია, რიგა უკრაინიდან ლტოლვილების სარეგისტრაციო პუნქტი. 2022 წლის მარტი

შვეიცარიის მთავრობა, უკრაინიდან ლტოლვილების მიერ სოციალური შემწეობის განცხადებების შესწავლისას, ყურადღებას მათ ფინანსურ მდგომარეობას მიაქცევს, ამის შესახებ SwissInfo იტყობინება.

ამჟამად, შვეიცარიაში უკრაინიდან ლტოლვილ 60 ათასამდე ადამიანს დაცვის S სტატუსი აქვს, რაც მათთვის სოციალური დახმარებისა და ადგილზე მუშაობის უფლებას ითვალისწინებს.

უკრაინელებისთვის სოციალური სტატუსის მინიჭებისას, შვეიცარია არ ხელმძღვანელობდა არსებული კანონმდებლობის იმ განმარტებით, რომელსაც სხვა ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებით ეყრდნობა, მათ შორის არ შეისწავლიდა ლტოლვითა აქტივებს, ძვირფასეულობის, ავტომობილის, საბანკო ანგარიშების ფლობის საკითხს.

ახლა კი უკრაინიდან ლტოლვილებისთვის დახმარების გაცემისას, მხედველობაში მიიღება, აქვს თუ არა მას აქტივები და შემოსავალი. ერთადერთი გამონაკლისია ავტომობილი, რომელიც სამშობლოში დაბრუნების საშუალებად განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG