Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16-ს მიაღწია ერევანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


ერევანი, სავაჭრო ცენტრი "სულმალუ". სამაშველო სამუშაოები. 15 აგვისტო, 2022 წელი
ერევანი, სავაჭრო ცენტრი "სულმალუ". სამაშველო სამუშაოები. 15 აგვისტო, 2022 წელი

16-მდე გაიზარდა ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ 14 აგვისტოს მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს.

დაღუპულთა შორის ერთი ბავშვი და ორსული ქალია. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, მათ შორის ერთი ირანის და ერთი რუსეთის მოქალაქეა.

უკანასკნელი ცნობებით, აფეთქების შედეგად 61 ადამიანი დაშავდა.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ორი ძლიერი აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. უწყება გამორიცხავს ტერაქტის ვერსიას.

გრძელდება ტერიტორიის გაწმენდითი და დაკარგულთა მოძიების სამუშაოები.

სომხეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ტვიტერის საშუალებით მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მანამდე კი - საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG