Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება მოხდა ქაბულის მეჩეთში ლოცვის დროს

ქაბული. 2022 წლის 19 აპრილი
ქაბული. 2022 წლის 19 აპრილი

17 აგვისტოს აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში საღამოს ლოცვის დროს. BBC-ს ცნობით, დაიღუპა სულ მცირე სამი და დაშავდა ათობით ადამიანი.

ქაბულის პოლიცია აცხადებს, რომ მსხვერპლისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

როგორც სააგენტო „როიტერსს“ თვითმხილველები უყვებიან, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში მეჩეთის ახლომდებარე სახლების ფანჯრები ჩაამსხვრია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ერთი კვირით ადრე, ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა ცნობილი ჰანაფიტი სასულიერო პირი და თალიბების მხარდამჭერი რაჰიმულა ჰაკანი მოკლა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

XS
SM
MD
LG