საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 19 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ელისეს სასახლის თანახმად, მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარებით გამოწვეული რისკებით და მხარი დაუჭირა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს საექსპერტო მისიის სასწრაფო გაგზავნას ობიექტზე.
პუტინმა ამ მისიის გაგზავნაზე თანხმობა განაცხადა, აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში, სადაც დაამატეს, რომ ორი პრეზიდენტი ამ თემას უახლოეს დღეებში კვლავ განიხილავს.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი მაკრონსა და პუტინს შორის ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა.
ემანუელ მაკრონს რეგულარული ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. კერძოდ, მარტის დასაწყისში მაკრონსა და პუტინს შორის 2022 წლის განმავლობაში რიგით მეთორმეტე საუბარი შედგა. ამასთან, ამ საუბრებს შედეგი არ მოჰყოლია - პუტინს არ სურდა ლაპარაკი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაზე, ხოლო მაკრონი კი ხაზს უსვამს რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის აუცილებლობას.