რუსეთის მარეგულირებელმა სახელმწიფო კომპანია "როსკომნადზორმა" რიგი უცხოური IT კომპანიების მიმართ "იძულების ზომების" შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რაც სოციალურ ქსელებს ავალდებულებს, მომხმარებელს აცნობოს რუსეთის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ. დამრღვევთა სიაში აღმოჩნდნენ ისეთი სერვისები, როგორებიცაა TikTok-ი, Zoom-ი, Telegram-ი, Pinterest-ი და Discord-ი.
"როსკომნადზორის" გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ეს IT კომპანიები არ ასრულებენ "რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინტერნეტში უცხო პირთა საქმიანობის შესახებ" ფედერალური კანონით დადგენილი აკრძალული ინფორმაციის წაშლის პროცედურას.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ "როსკომნადზორმა" რუსი მომხმარებლებისთვის დაბლოკა 5 ათასზე მეტი საიტი და ასევე სოციალური ქსელები Twitter-ი, Facebook-ი და Instagram-ი.
ამის გამო მკვეთრად გაიზარდა ხელმომწერთა რაოდენობა "ტელეგრამის" არხზე, რომელიც არ იბლოკება რუსეთში. ასევე მრავალგზის გაიზარდა VPN სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა.