უკრაინელმა ოლეკსანდრ უსიკმა, რომელიც მძიმე წონაში ფლობს WBA-ის ტიტულებს, Super, IBF, WBO და IB, დაიცვა ჩემპიონის ყველა ქამარი მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ, ინგლისელ ენტონი ჯოშუასთან განმეორებით მატჩში.
12-რაუნდიანი მატჩი გაიმართა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, King Abdullah Sports City არენაზე.
მთლიანობაში, განმეორებითი მატჩი წარიმართა თანაბარ პირობებში. უსიკმა გაიმარჯვა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით. Championat.com-ის ცნობით, უკრაინელი არბიტრის გათვლებით, ჯოშუას უნდა მოეგო, მაგრამ ბრიტანელმა არბიტრმა გამარჯვება უსიკს მიანიჭა.
ახლა უკრაინელ მოკრივეს 20 მოგება აქვს, აქედან 13 ნოკაუტით და არცერთი მარცხი.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატჩი მოკრივეებს 80 მილიონ დოლარს მოუტანს. თანხას ისინი შუაზე გაყოფდნენ.
ტოტალიზატორები შეხვედრის ფავორიტად ოლექსანდრ უსიკს მიიჩნევდნენ - ბრძოლის დაწყებამდე მის გამარჯვებაზე ფსონები მიიღეს 1,57 კოეფიციენტით, ხოლო ჯოშუას გამარჯვებაზე - 3,1 კოეფიციენტით.