Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკი: „უკრაინას ამასთან არანაირი  კავშირი არ აქვს“


უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამორიცხავს უკრაინის რაიმე სახის კავშირს „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობასთან.

„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორადაც რუსეთის ფედერაცია გვევლინება და მით უმეტეს, არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა, იტყობინება რუსული მედია.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოჰყავს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება, რომ მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. „გამომძიებლების ინფორმაციით, 20 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოდინცოვოს რაიონში, სოფელ ბოლშიე ვიაზემის მახლობლად, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სავარაუდოდ იყო დამონტაჟებული Toyota Land Cruiser-ში [სატრანსპორტო საშუალებაში], ამოქმედდა გზაზე და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ქალი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა და ის იყო ჟურნალისტი და პოლიტოლოგი დარია დუგინა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში ტელეგრამის არხზე.

XS
SM
MD
LG