Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული კლიმატური პირობები ართულებს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის თქმით, ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ქარის ჩადგომის შემდეგ განაახლებენ.

„გვაქვს ყველა შესაბამისი აღჭურვილობა“, - განაცხადა სუხიშვილმა.

ტელეკომპანია "ბორჯომის" ცნობით, ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.

„თემის რწმუნებულის გურამ მაისურაძის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. კლდოვანი რელიეფის გამო, გართულებულია ტექნიკის ადგილამდე მიყვანა. ცეცხლის ქრობის პროცესში ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან დამატებითი ჯგუფები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან“, - წერს ტელეკომპანია "ბორჯომი" თავის ვებსაიტზე.

XS
SM
MD
LG