Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვდარი იპოვეს უკრაინის კიროვოგრადის ოლქის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი


უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები წვრთნისას. მარტი, 2021 წელი. საილუსტრაციო ფოტო
უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები წვრთნისას. მარტი, 2021 წელი. საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის ქალაქ კროპივნიცკიში ტყვიით მოკლული იპოვეს უკრაინის კიროვოგრადის ოლქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრე ნაკონეჩნი.

ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის წყაროს თქმით, რომ ნაკონეჩნის ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გამჭოლი ჭრილობით 20 აგვისტოს საღამოს ნახეს.

გაზეთი „ობოზრევატელი“ წერს, რომ გარდაცვლილი მისმა მეუღლემ იპოვა. უშიშროების სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარის გარემოებებს იკვლევენ. წინასწარი მონაცემებით, ნაკონეჩნის შეეძლო თვითმკვლელობა ჩაედინა.

ალექსანდრე ნაკონეჩნი 2021 წლის იანვრიდან მსახურობდა კიროვოგრადის რეგიონში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დეპარტამენტის უფროსად.

მანამდე ის მუშაობდა კონტრდაზვერვაში და უშიშროების სამსახურის კიევის დეპარტამენტის ანტიკორუფციული და ორგანიზებული დანაშაულის განყოფილებაში.

ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. ერთ-ერთი მიზეზი, ზელენსკის თქმით, იყო ასობით სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცავების წინააღმდეგ ღალატის მუხლით.

XS
SM
MD
LG