Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას უსვამს ხაზს - პაპუაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა.

"თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. უკრაინელ ხალხს მუდმივ სიმამაცესა და გამძლეობას ვუსურვებთ, რათა დაიცვან თავიანთი სამშობლო და უზრუნველყონ მშვიდობიანი და ბრწყინვალე მომავალი", - წერს პაპუაშვილი ტვიტერზე.

დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ხალხს მოუწოდა, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

XS
SM
MD
LG