Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანც კაფკას მოთხრობები


გადაცემა წიგნები მიმართავს თავის რუბრიკას „ნორვეგიული წიგნის კლუბი“, საუბარი გვექნება მეოცე საუკუნის დიდი გენიოსის, ფრანც კაფკას შემოქმედებაზე. როგორც ცნობილია, შექსპირისა და ტოლსტოის მსგავსად, ფრანც კაფკაც სამი წიგნითაა წარმოდგენილი ნორვეგიული წიგნის კლუბში, ესენია: პროცესი, გოდოლი და მოთხრობები. დღევანდელი გადაცემა სწორედ კაფკას მოთხრობებს ეხება. აქ აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ კაფკას ყველაზე ცნობილი მოთხრობები: „გარდასახვა“ ანუ „მეტამორფოზა“, „განაჩენი“, „შრომა-გასწორების კოლონიაში“, „ახალი ვექილი“, „მოხსენებით ბარათი აკადემიას“, „ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა“. ერთი ცხენი პატივსაცემი ქალბატონი გახდა... ჩვენი ახალი ადვოკატი ალქსანდრე მაკედონელის ცხენი, ბოუკეფალოსი იყო... კაფკა ზის თავის ოთახში, კაი იღება და გამოჩნდება საზარელი იერის მწვანე ქვეწარმავალი, ჩასუქებული, უფეხო, ნაწილობრივ ჩნდება („ძალიან გრძელი ვარ...“)

XS
SM
MD
LG