Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს


თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე კაპიტანი და უმთავრესი ლიდერი - თორნიკე შენგელია გამოაკლდა. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ნიდერლანდის წინააღმდეგ გამართული მატჩის მესამე პერიოდში შენგელიამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

„თორნიკე თამაშის მსვლელობისასვე, კლინიკაში გადაიყვანეს და გამოკვლევამ მხრის მოტეხილობა დაადასტურა, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა, - სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების ლიდერს ოპერაცია სჭირდება და მოედანს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე ვერ დაუბრუნდება“.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ნიდერლანდს თერთმეტქულიანი უპირატესობით მოუგო, ანგარიშით 77:66. თორნიკე შენგელია კი მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო. ტრავმის და არასრული სათამაშო დროის მიუხედავად, მან ყველაზე მეტი - ოცი ქულა ჩააგდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG