Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელენჯიკში უკრაინაში ომის გამო ატეხილ ჩხუბში ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს


გელენჯიკში მომხდარი მკვლელობის ადგილი
გელენჯიკში მომხდარი მკვლელობის ადგილი

კრასნოდარის ოლქის საკურორტო ქალაქ გელენჯიკში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 32 წლის ტურისტი, ბელგოროდელი ნიკოლაი პავლოვი. წინასწარი გამოძიების თანახმად, სპირტიანი სასმლის მიღების დროს მას ჩხუბი მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებთან, რომელსაც ყელში დანა ჩაარტყა. თავდამსხმელის თქმით, კონფლიქტის მიზეზი გახდა უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე დაწყებული კამათი.

თვითმხილველები, რომლებიც "კავკაზ.რეალიიმ" გამოჰკითხა, აცხადებენ, რომ მამაკაცების სიტყვიერი კამათის შესახებ "მთელ ეზოს ესმოდა". კონფლიქტი მათ შორის დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. მეზობელ სახლში მცხოვრები მობინადრეების თქმით, მოკლულმა სიკვდილის წინ დაიძახა უკრაინის მხარდასაჭერი ცნობილი სიტყვები - "დიდება უკრაინას".

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პავლოვი ამბობს, რომ იგი თავად გამოიწვია თანამეინახემ, რომელიც დაემუქრა, რომ "თავს მოაჭრიდა" მის დედას.

ბელგოროდის ოლქი, საიდანაც არის ბრალდებული, ესაზღვრება უკრაინის ხარკოვის ოლქს, სადაც მრავალი თვის განმავლობაში გრძელდება მძიმე ბრძოლები.

ამ ინციდენტამდე რუსეთის როსტოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივებმა ცემით მოკლეს 49 წლის თანასოფლელი, ბაიკერი ვიქტორ გალდობინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აპროტესტებდა.

XS
SM
MD
LG