პირი, რომელიც თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაიქცა, დაკავებულია.
ინფორმაცია დაკავებული პირის გაქცევის შესახებ ტელეკომპანია „მთავარმა“ 27 აგვისტოს გაავრცელა.
როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, „ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი, რომელმაც დროებითი მოთავსების იზოლატორი თვითნებურად დატოვა, ამჟამად დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება“.
დამატებით ინფორმაციას ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს.