Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ ენერგეტიკის მინისტრთა საგანგებო შეხვედრა მოიწვია

29 აგვისტოს ჩეხეთმა, რომელიც ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, მოიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრა საწვავის ფასების ზრდის და რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლების მოწოდების შეწყვეტის შიშის ფონზე უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ.

ჩეხეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ შეხვედრა დანიშნა 9 სექტემბრისთვის. სიკელას თქმით, ერთ-ერთი შესაძლო გადაწყვეტილება, რაც კრიზისს შეამცირებდა, შეიძლება გახდეს ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული გაზის ფასის შეზღუდვა.

„გაზის საფასური და ელექტროენერგიის საფასური ერთმანეთს უნდა დავაშოროთ," - თქმა მან. 27 წევრისგან შემდგარმა ევროკავშირმა რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად გადადგა ნაბიჯები და წარმოადგინა გეგმა, რომელიც წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ ბუნებრივი აირის გამოყენება 15 პროცენტით.

გეგმა მიღებულ იქნა რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის მოსამზადებლად.

ევროპაში გაჩნდა შიში, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ ზამთარში რუსეთს შეუძლია შეამციროს გაზის მიწოდება. ბოლო კვირებში ევროკავშირში ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის სარეკორდო ფასები აღირიცხა.

XS
SM
MD
LG