ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებში.
ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცეცხლის სამი კერაა, თუმცა მათთვის უცნობია, ხანძარი რა ფართობს მოიცავს. მათი თქმით, ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს და ინფორმაცია მიაწოდეს.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და ოფიციალურ პასუხს ელოდება.