Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ ავღანეთში მეჩეთთან აფეთქებას ემსხვერპლნენ თალიბანის მომხრე სასულიერო პირი, მლოცველები

თალიბანის ძალები ჰერათში, საილუსტრაციო ფოტო
თალიბანის ძალები ჰერათში, საილუსტრაციო ფოტო

დასავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერათთში, მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა თალიბანის მომხრე, მაღალი რანგის სასულიერო პირი და პარასკევის ლოცვაში მონაწილე კიდევ 20-მდე ადამიანი.

"მეჩეთისკენ გზაზე მოკლულ იქნენ მუჯიბ-ალ-რაჰმან ანსარი, მისი რამდენიმე მცველი და სამოქალაქო პირები" - იუწყება ჰერათის პოლიცია 2 სექტემბერს.

მანამდე ანსარი დაეწრო შეხვედრას ოფიციალურ პირებთან, მათ შორის მულა აბდულ ღანი ბარადართან, რომელიც თალიბანის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს და ჰერათში იმყოფებოდა - უთხრა რადიო თავისუფლებას ჰერათის პოლიციის პრესმდივანმა.

დაუდასტურებელი მონაცემებით, აფეთქებას ემხხვერპლა სულ მცირე 18 ადამიანი, მათ შორის ანსარის ოჯახის წევრები, დაიჭრა კიდევ 21 პირი.

სუნიტი სასულიერო პირი, ანსარი, თალიბანის მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდა და ჯგუფის ყველა მოწინააღმდეგე დაგმო ივნისის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ათასობით რელიგიური სწავლული და უხუცესი მონაწილეობდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG