Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი დამატებით 11,7 მილიარდ დოლარს ითხოვს უკრაინისთვის


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს კიდევ 11,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ებრძვის.

ეს თხოვნა არის ნაწილი უფრო ფართო, 47,1 მილიარდი დოლარისგან შემდგარი, სასწრაფო ხარჯების პაკეტისა - იმ ფონზე, როცა აშშ კვლავ ებრძვის COVID-19-სა და მაიმუნის ყვავილის კრიზისებს და ბოლო ხანებში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებს, რომლებიც სამხრეთის გარკვეულ შტატებს შეეხო.

უკრაინისადმი განკუთვნილი დახმარება მოიცავს თანხებს აღჭურვილობისთვის, დაზვერვის მხარდაჭერისთვის, და პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას.

სასწრაფო დაფინანსების მოთხოვნა ასევე მოიცავს 2 მილიარდი დოლარის გამოყოფას იმ გავლენებთან გასამკლავებლად, რომლებსაც რუსეთის ომი ახდენს აშშ-ის ენერგიის მიმწოდებლებზე.

XS
SM
MD
LG