Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშზე ილაპარაკა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ხელისუფლების პირველი მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომელმაც ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშზე ილაპარაკა.

„მიმდინარე კვირაში კარგი ამბები გვაქვს ხარკოვის რეგიონიდან. ალბათ უკვე ყველამ ნახა ცნობები უკრაინელი დამცველების აქტიურობის შესახებ. და, ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი მეომრებით. ეს დამსახურებული სიამაყეა, სწორი გრძნობაა, - თქვა ზელენსკიმ.

„ჯერ არ არის დრო ამა თუ იმ დასახლებული პუნქტების დასახელებისთვის, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება,“ დასძინა მან.

Telegram-ის მრავალი არხის ინფორმაციით, რასაც სოცქსელებში გავრცელებული კადრები ადასტურებს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის ოპერაცია წამოიწყეს ხარკოვის ოლქის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ ბალაკლეის მახლობლად.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა საგრძნობ წარმატებებს მიაღწიეს: შეძლეს ბალაკლეის ალყაში მოქცევა და დაიწყეს მოძრაობა კუპიანსკის მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძისკენ, რომელიც გამოიყენება რუსეთის ფედერაციის არმიის მთელი დაჯგუფების მოსამარაგებლად, მათ შორის დონბასში.

უკრაინის სამხედროები და ხელისუფლების წარმომადგენლები არ იძლევიან შეტევის დეტალებს და აცხადებენ, რომ აუცილებელია შენარჩუნებულ იქნეს ინფორმაციის გასაიდუმლოების რეჟიმი.

XS
SM
MD
LG