Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოროზმანში არქეოლოგებმა 1,8 მლნ. წლის წინანდელი ადამიანის კბილი იპოვეს


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანის ნაშთი იპოვეს, ამ დრომდე აქ მხოლოდ ცხოველების ნაშთები და ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების ქვის იარაღები იყო ნაპოვნი.

ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლი მნიშვნლოვანია იმის გამო, რომ აფართოებს უძველესი ადამიანის გავრცელების არეალს დმანისს მიღმა.

ოროზმანის კვლევა არქეოლოგებმა 2021 წელს დაიწყეს არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით. 2022 წელს ბიძინაშვილი ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურიდან გაათავისუფლეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2022 წელს აჭიანურებდა არქეოლოგიური გათხრების ნებართვების გაცემას, მათ შორის ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზეც.

2022 წელს ოროზმანის არქეოლოგიურ ექსპედიციას ჯუმბერ კოპალიანი ხელმძღანელობს, გიორგი ბიძინაშვილი ექპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG