Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II


გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II (1926-2022)
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II (1926-2022)

ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ამ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, ელისაბედ II. ბუკინგემის სასახლემ ცნობა 96 წლის დედოფლის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა 8 სექტემბრის საღამოს: „დედოფალი ბალმორალში მშვიდად გარდაიცვალა“ - წერია სასახლის განცხადებაში.

მისი 73 წლის ვაჟიშვილი, ჩარლზი ავტომატურად გახდება გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე.

ელისაბედ II იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური.

უინძორების (1917 წლამდე საქსე-კობურგი და გოთა) დინასტიის წარმომადგენელი, ელისაბედ ალექსანდრა მერი ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს.

ელისაბედ II იყო თანამეგობრობის წევრი 15 სახელმწიფოს, მათ შორის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და კანადის მეთაური, ასევე ანგლიკანური ეკლესიის საერთო მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

XS
SM
MD
LG