Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მისიის ხელმძღვანელი რუსეთს ადანაშაულებს, რომ არ იძლევა ომის ტყვეების მონახულების ნებართვას


გაეროს ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი, მატილდა ბოგნერი
გაეროს ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი, მატილდა ბოგნერი

უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა რუსეთი დაადანაშაულა, რომ არ აძლევს ნებართვას მისიას, მოინახულოს სამხედრო ტყვეები.

მატილდა ბოგნერის თანახმად, მისიას აქვს მტკიცებულება, რომ უკრაინელ ტყეებს სასტიკად ექცევიან და აწამებენ, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს.

„რუსეთის ფედერაციამ არ მოგვცა საშუალება, გვენახა სამხედრო ტყვეები, რომლებიც ან მისი ტერიტორიაზე არიან, მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე“- განაცხადა მატილდა ბოგნერმა ჟენევაში 9 სექტემბერს.

„ეს მით უფრო საგანგაშოა, რადგან ჩვენ დოკუმენტურად დავადასტურეთ, რომ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის ხელში, ან დაკავებული ჰყავთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ან მის მოკავშირე ძალებს, ეპყრობოდნენ სასტიკად და აწამებდნენ,“ დასძინა მან.

რუსეთმა არაერთხელ უარყო სამხედრო ტყვეების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა უკრაინაში 24 თებერვალს მისი შეჭრის შემდეგ.

1949 წელს მიღებული, მიღებული, გაეროს ჟენევის კონვენციის თანახმად (მას ხელი მოაწერა რუსეთმა და უკრაინამ), წამება, სხეულის განზრახ დაზიანება, სამხედრო ტყვეების მკვლელობა, წინასწარ განზრახული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე და ქონების ფართომასშტაბიანი განადგურება სამხედრო აუცილებლობის გარეშე, ითვლება ომის დანაშაულად.

კიევის თანახმად, უკრაინაში წარმოებს რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულის 32 ათასი საქმის, მათ შორის, სამხედრო ტყვეების მიმართ წამების და სასტიკად მოპყრობის შემთხვევების გამოძიება. რუსეთის კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 9 სექტემბერს უარი თქვა გაეროს განცხადების კომენტირებაზე და განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება არ აფლობს საკმარის ინფორმაციას გაეროსგან იმის შესახებ, თუ რას ეფუძნება ეს ბრალდებები.

XS
SM
MD
LG