ირანმა მკაცრად დაგმო აშშ-ის მიერ ამ კვირაში ირანის დაზვერვისა და უშიშროების სამინისტროსა და მისი მინისტრის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულეს ბოლო დროს ალბანეთის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაში მონაწილეობაში.
"ამერიკის მიერ ალბანეთის მთავრობის ცრუ ბრალდების დაუყოვნებლივი მხარდაჭერა ... აჩვენებს, რომ ამ სცენარის შემქმნელი არის არა ეს უკანასკნელი, არამედ ამერიკის მთავრობა", - თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანანიმ, 10 სექტემბრის განცხადებაში.
7 სექტემბერს ალბანეთმა ირანის ოფიციალურ პირებს ქვეყანა დაატოვებინა და თეირანთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა კიბერშეტევის გამოძიების შემდეგ, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნის ციფრულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა ივლისში.
ტირანამ განაცხადა, რომ "უტყუარია" მტკიცებულება იმისა, რომ თეირანი იდგა კიბერშეტევის უკან. ამის შემდეგ აშშ-მა ახალი სანქციები გამოაცხადა ირანის დაზვერვისა და უშიშროების მინისტრის, ესმაილ ხათიბისა და მთელი სამინისტროს წინააღმდეგ.
„ირანის კიბერთავდასხმა ალბანეთზე უგულებელყოფს კიბერსივრცეში კრიტიკული - მოსახლეობის სამსახურში მყოფი, ინფრასტრუქტურის მიმართ მშვიდობიან დროს პასუხისმგებლობის გრძნობით ქცევის და მისი დაზიანებისგან თავის შეკავების ნორმებს", - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა, 9 სექტემბერს.
10 სექტემბერს ალბანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი სასაზღვრო სისტემა გახდა კიბერშეტევის სამიზნე. თავდასხმის წყარო, სამინისტროს თქმით, იგივეა, როგორც წინა, სამთავრობო პორტალზე შეტევისას, რომელიც, ალბანეთის თანახმად, ირანული უნდა იყოს. ამ თავდასხმის გამო გაწყვიტა ალბანეთმა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან.